დავით სონღულაშვილი: პირველი რიგის საქმე განათლების დონის ამაღლებაა
,,გვჭირდება სპეციალური ცენტრები, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებს შეისწავლიან ახალგაზრდები, სასკოლო პროგრამები, სადაც მეწარმეობას გაეცნობიან ბავშვები, საინფორმაციო ბაზები და სხვა, სადაც ყველას ექნება საშუალება მეტი ინფორმაცია მიიღოს მათ შორის, აგრობიზნესის წარმართვის თანამედროვე მეთოდების შესახებ. გვჭირდება ბევრი ახალი პროექტი, რომელიც ინიცირებული იქნება მოქალაქეებისგან”, – განაცხადა სონღულაშვილმა.
მისივე განცხადებით, ქალაქს გააჩნია განვითარების პოტენციალი რამდენიმე მიმართულებით. სონღულაშვილის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აქტიურად იმუშავებს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის განვითარების მიმართულებით.