კახეთში რთველი დაიწყო
წინასწარი პროგნოზით, 150 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდება. ყურძენს ასამდე ღვინის კომპანია ჩაიბარებს. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებულია ღვინის 30 კომპანია.
,,ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებისთვის ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე გაიცემა სუბსიდია შემდეგი ოდენობით:
კახეთის რეგიონში 1 კგ. რქაწითელისათვის – 0,45 ლარი; 1 კგ. კახური მწვანისათვის – 0,45 ლარი; 1 კგ. საფერავისათვის – 0,20 ლარი. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში: მუჯურეთული/ალექსანდროული – 2 ლარი. ჩაბარებული ყურძნის საფასურს ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს”, – განაცხადა სამანიშვილმა.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501.