ახმეტის აგრარული ბაზრის წინ 2 ადამიანი დაჭრეს
სოფელ ქისტაურში მცხოვრებმა გიორგი ირემაულმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ერთ-ერთ ადგილობრივს. სროლის შედეგად მუცლის არეში ტყვია შემთხვევით მოხვდა მეორე მოქალაქესაც, რომელიც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა.
დაჭრილები ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების განცხადებით, დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს ერთი მოქალაქე, რომელმაც შურისძიების მოტივით დაჭრა 2 ადგილობრივი მაცხოვრებელი. პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19.108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.