ახალი ამბები

საგარეჯოში დამოუკიდებელ კანდიდატად სოლომონ პავლიაშვილი იყრის კენჭს

პავლიაშვილის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფმა საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად უკვე დაარეგისტრირა.
,,ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ მზად ვარ, თავი კიდევ ერთხელ გადავდო და ჩემი რაიონის ღირსეული დეპუტატი ვიყო. საამისოდ მხოლოდ თეორიული გამოცდილება კი არა, პრაქტიკული ცოდნაც მაქვს, თან ვფიქრობ, რომ პარლამენტს პროფესიონალები სჭირდება. ის დრო, როცა პარლაენტში შემთხვევითი ხალხი ხვდებოდა, უნდა დამთავრდეს. მხოლოდ საგარეჯოს კი არა, ყველა რაიონს უნდა ჰყავდეს ისეთი დეპუტატი, ვისითაც ადგილობრივი მოსახლეობა იამაყებს”,– განაცხადა პავლიაშვილმა.
სოლომონ პავლიაშვილი 1999 წლის მოწვევის პარლამენტში საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი უკვე იყო. შემდეგ მან ქონების მართვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა და მისი ინიციატივით გაუქმდა ეს უწყება.