თელავსა და გურჯაანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გაქურდეს
ქურდობის ბრალდებით შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კ. ხ., 1993 წელს დაბადებული ო. ს. და 1993 წელს დაბადებული ა. მ. დააკავეს.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა, სამივე ბრალდებული ვაზიანი-თელავი-გომბორის საავტომობილო გზაზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული 1 154 ლარი და დანაშაულის ჩადენის იარაღები – ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.