ენმ–სიღნაღის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრები წინასწარ არიან შერჩეული
„ვიმყოფებოდი სოფლებში შეხვედრებზე და გვაცნობეს, რომ სიღნაღის საოლქო–საარჩევნო კომისიას, რომელსაც 17:00–ზე დაგეგმილი ჰქონდა კომისიის სხდომა. კომისიის წევრებს წინასწარ დაურიგეს იმ კომისიის წევრთა ჩამონათვალი, მონიშნულები, რომლებიც წინასწარ იციან რომ არჩეულები უნდა იქნენ.ხდება ფალსიფიკაცია და წინასწარ დადგმული სცენარით კომისიის წევრების არჩევა. ჩვენ გვაქვს ამისი ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა,’‘– განუცხადა Knews.ge-ს სიღნაღი–დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა.
პარტიის ინფორმაციით, საოლქო კომისიის წევრებს შორის, რომელთა არჩევაც წინასწარ იყო განსაზღვრული არიან: ნელი ფოლადაშვილი, ოლღა ოქრუაშვილი, ლალი სპანდერაშვილი, მალხაზ ბარნაბიშვილი, ნელი შალვაშვილი, ნანა ივანიძე, ვანო აბრამიშვილი, ლაურა ღვინიაშვილი, ლაშა მაზიაშვილი, მარინა ჩახვაშვილი, ნოდარ მჭედლიშვილი, ნოდარ კანჭურიშვილი და ნანა მოსაშვილი.