ახალი ამბები

ჩუმლაყელი ახალგაზრდა სკვერის მოსაწყობად დახმარებას ითხოვს

ქემაშვილი knews.ge-სთან აცხადებს, რომ სოფელში ღია ცის ქვეშ მოწყობილ „უჩას სკვერში“ მაღალი ტემპერატურისა და გაუსაძლისი სიცხის გამო ახალგაზრდები დღის განავლობაში ვეღარ იკრიბებიან.

„სკვერში გვჭირდება ერთი ქოლგა, რადგან ბავშვები და მოზარდები ვერ მოდიან სკვერში სიცხის გამო. გვინდა, რომ სკვერის ტერიტორიაზე ჩრდილი იყოს. სკვერში არის უფასო Wi-Fi და გვინდა, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ისარგებლონ. ვთხოვთ ბიზნეს კომპანიებს, იქნებ დახმარება გაგვიწიონ და გვერდში დაგვიდგნენ,“–განაცხადა knews.ge-სთან უჩა ქემაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივა, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სკვერთან დაკავშირებით, სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა 25 წლის ახალგაზრდამ რეალობად გასულ წელს აქცია. სკვერი, უფასო Wi-Fi და ვიდეოკონტროლი – უჩა ქემაშვილმა თანასოფლელებს სკვერი საკუთარი ხელით მოუწყო. მან, სახლის წინ მცირე ტერიტორია შემოსაზღვრა და საზოგადოების თავშეყრის ადგილად აქცია.