მოქალაქეს ამომრჩეველთა სიაში შესწორების შეტანა 25 სექტემბრამდე შეუძლია
უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს.
,,დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა (საქართველოს ორგანული კანონის – საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლი),”–განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის ინფორმაციითვე, თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლია სპეციალურ საიტზე – voters.cec.gov.ge. ამ ეტაპზე საოლქო–საარჩევნო კომისიებისთვის ამომრჩევლებს არ მიუმართავთ. ისინი აქტივობას საუბნო კომისიების გახსნის შემდეგ ვარაუდობენ. შეგახსენებთ, რომ საუბნო კომისიები 8 სექტემბრიდან გაიხსნება.