ახალი ამბები

ფორუმის თელავის დეპუტატობის კანდიდატი – მაჟორიტარული სისტემა არ უნდა შეიცვალოს

გელაშვილი განათლების სისტემაში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. 

,,მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფოში განათლებას უნდა მიექცეს. თუ რამე უნდა შევცვალოთ, და სწორი ინვესტიცია ჩავდოთ ეს მხოლოდ განათლებაა”,–განუცხადა knews.ge-ს გელაშვილმა.

თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD_EEN ) თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა.
შეხვედრაზე გელაშვილმა ყურადღება განათლების სფეროში რეფორმის საჭიროებაზე გაამახვილა.

,,შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ვესაუბრე ჩემს გეგმებსა და პოლიტიკური ხედვების შესახებ. დისკუსია ეხებოდა საზოგადოებრივ და სოციალურ, საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს”,– აღნიშნა გელაშვილმა.