რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება
2016 წლის რთველის ფარგლებში ყურძენს 100-ზე მეტი ღვინის საწარმო ჩაიბარებს. გასული წლის მსგავსად, სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახე გლეხებს/ფერმერებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ. 2016 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალის რაოდენობა 180 ათას ტონას შეადგენს.
,,ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, წელს ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა ელექტრონულად მოხდება: ,,წელს, ჩაბარებული ყურძნის შესახებ ინფორმაცია ჩვენს სერვერზე ელექტრონულად აისახება, შესაბამისად მევენახეები დაბრკოლების გარეშე მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში მიიღებენ ანაზღაურებას”, – აცხადებს სამანიშვილი.
,,ყურძენი უკვე მწიფობაში შედის და აგ¬ვისტოს ბოლო რიცხვებში, რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში გაიხსნება. მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით მეტ მოსავალს ველოდებით. ჩვენი მთავარი ამოცანა და გამოწვევა არის რთველის ორგანიზებულად ჩატარება. გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია ვენახების ფართობები და შესაბამისად ყურძნის მოსავალიც“,–განაცხადა სოფლის მეურნობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.