სტატიები

ოთარ დანელიამ ამბროლაურში მშენებარე ფერმა დაათვალიერა

კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველო“ ხელშეწყობით, ფერმა უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას.  ფერმის მეპატრონემ, სოფელი ხიმშის მკვიდრმა ელდარ ხუციშვილმა 95,000 ლარის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. ფერმა 50-60 სულ საქონელზეა გათვლილი და  წლიურად   5-6 ტონა საქონლის ხორცის წარმოებაა დაგეგმილი. საწარმოში  6 ადამიანი მუდმივად დასაქმდება, სეზონურად კი, 16.

ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მაღალმთიან რეგიონებში  წარმოების ხელშეწყობაა. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო  პოტენციალს ათვისების მზარდი ტენდენციაა.

„მესაქონლეობის დარგის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „ქართულ-შვეიცარიული კომპანიის საქმიანობა არის მოდელი, რომელიც გვინდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიყენოთ, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში; საუბარია ისეთი გენეტიკის მეცხოველეობაზე, რომელიც აქამდე საქართველოში არ იყო“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეღავათიანი აგროკრედიტითა და კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველო“ ხელშეწყობით,  რაჭა-ლეჩხუმი-ზემო სვანეთის რეგიონში კიდევ 3 ახალი ფერმის მშენებლობა მიმდინარეობს. საერთო ჯამში, რეგიონში 9 თანამედროვე ტიპის ფერმა იფუნქციონირებს.