თელავში სპორტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაიხსნება
როგორც თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ knews.ge-ს განუცხადა, სამუშაოები ერთი წლის მანძილზე გაგრძელდება. სპორტული კომპლექსის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.
„ჩემი ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო ის,რომ მაქსიმალურად შევუწყობდი ხელს კერძო სექტორს, რათა, მათ რაც შეიძლება ბევრი სამუშაო ადგილი შეექმნათ. როგორც ხედავთ აღნიშნულ ობიექტზე დასაქმებულია 25 ადამიანი. რაც შეეხება მუდმივი დასაქმების მიზნით სამუშაო ადგილების შექმნას. მათი რიცხვი მშენებლობის დასრულების შემდეგ 40–მდე გაიზრდება. ყველაზე დიდი მოთხოვნა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო საცურაო აუზზე,რასაც ვაკმაყოფილებთ და ვფიქრობ აღნიშნული კომპლექსი ხელს შეუწყობს,როგორც მოქმედ სპორტსმენებს,ისე ნებისმიერ ახალგაზრდას ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებაში“, – განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ
როგორც knews.ge-ს თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანების დირექტორმა გუგა გურაბანიძემ განუცხადა,
თელავს სპორტული კომპლექსის სახით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი შეემეტება.
„თელაველი სპორტსმენებისთის ეს არის ძალიან საინტერესიო სიახლე, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა დამატებით ივარჯიშონ ცურვის მიმართულებით. მე სპორტული კომპლექსის ძალიან აქტიური მომხმარებელი ვიქნები და იმავეს ვურჩევ იმ სპორტსმენებსაც, ვინც ჩემთან ვარჯიშობს, რომ ისარგებლონ სპორტული კომპლექსის მომსახურებით“, – აღნიშნა გუგა გურგენიძემ.
სპორტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა/რეაბილიტაცია კერძო ინვესტორის დაფინანსებით ხორციელდება.