შსს-მ კახეთში დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, თ.ჩ-ს პირადი ჩხრეკისას, 10 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.
,,ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებული ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკისა და ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,”– განაცხადა დეტექტივ–გამომძიებელმა ირაკლი სამხარაძემ.