რთველი 2016–ის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
მისივე თქმით, რთველის პროცესში დაცული იქნება, როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები. მიმდინარე წელს ყურძნის მიღებას 100-მდე ღვინის კომპანია განახორციელებს და არც ერთ მევენახეს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.
,,გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე სუბსიდია შემდეგი ოდენობით გაიცემა: 1კგ რქაწითელზე -45 თეთრი; 1კგ კახურ მწვანეზე-45 თეთრი და 1 კგ საფერავზე-20 თეთრი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში: მუჯურეთული/ალექსანდროული – 2 ლარი”.
რთველის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით.
,,ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ფერმერებისან ყურძნის შეძენის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 10 მლნ ლარით, არაუმეტეს 15 თვისა. ყურძნის გადადამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძენს შეისყიდიან საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით, გაიცემა შეღავათიანი აგროკრედიტი არაუმეტეს 15 მლნ ლარის ოდენობით. სესხის მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 3 წლით”.
მინისტრისვე განცხადებით, სახელმწიფო არ განსაზღვრავს ყურძნის ღირებულებას, არ ერევა ფასების რეგულაციებში, შესაბამისად, ყურძნის ფასს ბაზარი არეგულირებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რთველის სუბსიდირების შეწყვეტა ნაადრევია.