ახალი ამბები

ყვარელში ქალის ცხედარი იპოვეს

,,იგი მარტოხელა იყო და სახლიდან იშვიათად გადიოდა. რამდენიმე დღე რომ აღარ გამოჩნდა, მეზობლებმა ძებნა დავუწყეთ. დღეს დილით ქვევრში გარდაცვლილი ვიპოვეთ. სავარაუდოდ მოკლლულია, რადგან სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა”, – განუცხადეს knews.ge-ს გარდაცვლილის მეზობლებმა.

მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას კახეთის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.