თელავში საზოგადოებრივი პანთეონი არ გაიხსნება
ორგანიზაციამ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის გახსნის მოთხოვნით ოფიციალური წერილით ქალაქ თელავის საკრებულოს რამდენიმე დღის წინ მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ სასურველია, პანთეონი განთავსდეს ე.წ. გიგოს გორაზე, სადაც წმინდა ნინოს სახელობის ტაძარია აშენებული.
,,თელავი პატარა და სპეციფიური ქალაქია, რთული იქნება განსასაზღვრად, ვინ და რა დამსახურებისთვის უნდა დაიკრძალოს აღნიშნულ პანთეონში, ამან კი შესაძლებელია რიგ შემთხვევაში საზოგადოებაში კონფრონტაცია გამოიწვიოს“, – განაცხადა ქალაქის ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა.