თავისუფალი დემოკრატებიდან ყვარელი-ლაგოდეხის დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ მჭედლიძეა
ირაკლი ალასანიას განცხადებით, “თავისუფალ დემოკრატებს” ვახტანგ მჭედლიძის სახით ძლიერი კადრი შეუერთდა.
„ვახტანგ მჭედლიძე გამორჩეულია თავისი საქმით. ის არის წარმატებული ბიზნესმენი და ასევე წარმატებული სპორტსმენი. ვფიქრობ, ვახტანგი ჩვენი პარტიის ღირსეული წარმომადგენელი იქნება ლაგოდეხში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.