გურჯაანში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. knews.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა გურჯაანიდან გადაადგილდებოდა სოფელ ველისციხის მიმართულებით, რომლის დროსაც მიკროავტობუსს შეეჯახა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდასთან ერთად მსუბუქ ავტომანქანაში იმყოფებოდა ერთი ადამიანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. წინასწარი ინფორმაციით, ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.
,,სწრაფად მოდიოდა და მიკროავტობუსს შეეჯახა, მე არ დამინახავს, მაგრამ სოფლის ბირჟაზე ლაპარაკობდნენ. ველისციხელი ყოფილა ბიჭი, რომელიც დაიღუპა”,–განუცხადა knews.ge–ს თვითმხილველმა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც გულისხმობს საგზაო წესების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.