TI მოხალისე დამკვირვებლების გადამზადების პროგრამას იწყებს
ორგანიზაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის ზურა მირზიკაშვილის განცხადებით, ორგანიზაცია მთელი ქვეყნის მაშტაბით აცხადებს მოხალისე დამკვირვებლების მიღებას 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის. მისივე ინფორმაციით, განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 15 აგვისტოა.
,,დამკვირვებლის სამუშაო დღე იქნება უშუალოდ არჩევნების დღე. დამკვირვებლებისთვის ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირების, სატელეფონო, კვების და საჭიროების შემთხვევაში სასტუმროს ხარჯების ანაზღაურებას. დაინტერესებული პირი უნდა იყოს 18 წლის ასაკის და ზევით,”– განაცხადა knews.ge-სთან ზურა მირზიკაშვილმა.