თელავში სმენადაქვეითბული პირებისათვის ტრენინგი ჩატარდა
როგორც knews.ge-ს ტრენენერმა გიორგი ორკოდაშვილმა განუცხადა, შეხვედრის მთავარ მიზანს სხვადასხვა საკითხის შესახებ სმენადაქვეითებულების ინფორმირება და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში მათი მაქსიმალიური ჩართულობა წარმოადგენდა.
„დღეს ჩვენ შვხვდით სმენადაქვეითბულ ადამიანებს, ჩავუტარეთ ტრენინგი და შემდეგ გავმართეთ დისკუსია ნარჩენების ინტეგრირებულ მართვასა და პოლიტიკის შესახებ. ვისაუბრეთ იმ ინიციატივებზე, რომლებიც აღნიშნულ სფეროებში მიმდინარეობს“, – აღნიშნა გიორგი ორკოდაშვილმა
სმენადაქვეითებულთა კახეთის რეგიონალური თარჯიმნის მაია რაზმაძის განცხადებით, შეხვედრები პემანენტულ ხასიათს მიიღებს, რათა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სმენის პრობლემა აქვს, შესაძლებლობა ჰქონდეს, მიიღოს ინფორმაცია მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველასთის ერთნაირად საინტერესოა საარჩევნო პროცესების შესახებ სხვადახვა სახის ინფორმაციის მიღება. ამიტომ გვინდა სხვა საკითხებთან ერთად თარჯიმნის მეშვეობით გავუმარტივოთ სმენადაქვეითებულ ადამიანებს ეს პროცესი“, – განუცხადა knews.ge-ს მაია რაზმაძემ.

