ახალი ამბები

თელავში სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სარემონტო სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყო. როგორც knews.ge-ს ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ განუცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გარემონტდება აივანიც. გარდა ამისა, იგეგმა შენობის შიდა ინტერიერის რეაბილიტაციაც, რისთვისაც მერია პროექტს და ხარჯთაღრიცხვას ადგენს.
„ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ამიტომ ჩვენ უნდა შვინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ მისი მდგომარეობა. თანხა გამოიყო ჩემი ინიციატივით. ჩრდილოეთ ფასადის და აივნის რეაბილიტაცია სრულად განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაგრძელებლად თანხა აღარ გაგვაჩნდა და ამის გამო დავიწყეთ მოლაპარაკება ჩვენ ფრანგ პარტნიორებთან, სადაც დიდი როლი ითამაშა ჩვენი ქალაქის წარმატებულმა მხატვარმა, საფრანგეთის მოქალაქე ლევან მოსიაშვილმა. თელავის მერია ამ ეტაპზე მუშაობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა მეორე ეტაპისთვის საფრანგეთის საელჩოს ორგანიზაციიდან, საიდანაც უნდა განხორციელდეს ფინანსური რესურსის მობილიზაცია, “, –განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.