ახალი ამბები

დღეს ლაგოდეხში იუსტიციის სახლი გაიხსნება

იუსტიციის სახლის რიგით მეთვრამეტე ფილიალს ლაგოდეხში თეა წულუკიანი გახსნის. იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიება საღამოს 20:00 საათიდან დაიწყება. ლაგოდეხის იუსტიციის სახლის 760 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ზაქათლის ქუჩაზე მდებარეობს. სამშენებლო პროექტზე ტენდერი გასული წლის მაისში გამოცხადდა. ლაგოდეხის იუსტიციის სახლის პროექტი არქიტექტორ ლუკა ჩაგანავას ეკუთვნის. იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას ლაგოდეხში დაესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
“ლაგოდეხის იუსტიციის სახლი მომხმარებელს იუსტიციის სახლებისათვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღება ლაგოდეხშიც მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იქნება შესაძლებელი”, – განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.