თბილისიდან საგარეჯომდე ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აშენდება
მისი განცხადებით, პროექტი უახლოეს მომავალში შემუშავდება.
„ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აშენება იგეგმება თბილისიდან საგარეჯომდე, დაახლოებით სართიჭალამდე, საიდანაც მოძრაობა გაიყოფა გომბორის მიმართულებით, შიდა სოფლებზე და სრულიად ახალი მაგისტრალი წავა. ეს პროცესი დაწყებულია, უახლოეს დღეებში პროექტირება დაიწყება. არსებული მაგისტრალი სამხრეთით გაივლის და ბაკურციხემდე ჩავა, შემდგომ ბაკურციხიდან თელავისკენ, თელავიდან წნორისკენ და წნორიდან ლაგოდეხისკენ წავა“, – განუცხადა „ბიზნესკონტაქტს“ გიორგი სეთურიძემ.

