ახალი ამბები

საგარეჯოში ეკომიგრანტი ახალგაზრდების გაძლიერებს პროექტი დაიწყო

ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი – XXI –ეს წარმომადგენლის, ანა მოსიაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება მრგვალი მაგიდის ფორმატით დისკუსიები საგარეჯოში, უდაბნოში, პატარძეულსა და ხაშმში რაც ხელს შეუწყობს ახალაგზრდებს შორის ინტეგრაციას.

,,პროექტის ფარგლებში გაიმართება ტრენინგ-პროგრამა ახალგაზრდა ეკომიგრანტების მონაწილეობით თემებზე: ახალგაზრდული აქტივიზმი და აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, ლიდერობა და სხვა საჭირო თემატიკაზე. პროექტის მესამე ეტაპზე გაიმართება ახალგაზრდული ფორუმი. მონაწილეები იმუშავებენ მიკროჯგუფებში ეკომიგრანტი ახალგაზრდების წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. სამუშაო ჯგუფები მოამზადებენ რეკომენდაციებს, რომელსაც გაუზიარებენ სხვა ჯგუფებს, რეკომენდაციების პაკეტი გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს”,–განუცხადა knews.ge-ს ანა მოსიაშვილმა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მცხოვრები ახალგაზრდები ყურადღებას ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე ამახვილებენ.

,,ახლა იმდენად აღარ ხდება, თუმცა ადრე იყო ეს პრობლემა რომ ეკომიგრანტებს ადვილად არ გვიღებდნენ ადგილობრივები, აჭარლებად მოგვიხსენეიბდნენ და უცხოებად მოვიაზრებოდით” – ამატებს 16 წლის თეონა. 
რაც შეეხება ინტეგრაციას, ეს პრობლემა ახალგაზრდებს შორის ნაკლებად იგრძნობა.