ახალი ამბები

კახეთში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი გაიზრდა

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს რეგიონში წინა წლებთან შედარებით ტურისტების რაოდენობა თითქმის 10%–მდეა არის გაზრდილი. 

უწყების ინფორმაციით, 2016 წლის იანვარი – ივლისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან.განხორციელდა.

“პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისში გამოირჩნენ სლოვაკეთი, ლატვია, უნგრეთი, ჩეხეთი და იტალია”, – განაცხადეს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში.