TI წინასარჩევნო გარემოს მონიტორინგს ახორციელებს
ორგანიზაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის ზურა მირზიკაშვილის განცხადებით, TI ახლო მომავალში მოხალისეთა გადამზადების პროგრამასაც დაიწყებს.
,,წინასაარჩევნო მონიტორინგის გარდა, რამდენად თანაბარ პირობებში მიმდინარეობს პროცესები დღეს, აქტიურად დავაკვირდებით არჩევნებსაც. ჩვენ დავიწყეთ რეკრუტინგი მოხალისე დამკვირვებლების ასაყვანად. აგვისტოს ბოლოს გვეყოლება მომზადებული კადრები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან და დააკვირდებიან არჩევნებს”, – განაცხადა ზურა მირზიკაშვილმა.