ახალი ამბები

სოფელ ახაშენში ავტოავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

Knews.ge–ს ინფორმაციით, მამაცს ცენტრალურ გზაზე გასაყიდად საზამთრო ჰქონდა გამოტანილი, რა დროსაც მას და მასთან ერთად მყოფ რამდენიმე ადამიანს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახათ.
,,ავტომანქანის დაჯახების შედეგად ერთ–ერთი ადგილობრივი მამაკაცი მძიმედ დაშავდა, სხვებს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ. სასწრაფოს გამოვუძახეთ და საავადმყოფოში გადაიყვანეს მაგრამ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა,”– განუცხადეს Knews.ge-ს სოფელ ახაშენში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ. როგორც Knews.ge-ს შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.