ახალი ამბები

კახეთში უახლესი მოდელის ენდოსკოპიური აპარატურა ამოქმედდა

ინფექციონისტის, გასტროენტეროლოგის და ენდოსკოპისტის შოთა რაინაულის განცხადებით, აღნიშნული აპარატურის ანალოგი თბილისში რამდენიმე კლინიკაში მოიპოვება. მისივე განმარტებით, ენდოსკოპიური აპარტი იმითაც უნიკალურია, რომ ტექნიკურად სრულყოფილ მოდელს წარმოადგენს. 
„ენდოსკოპიური აპარატი საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა, განხორციელდეს დაავადებების დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა. ახალი აპარატურა წინა მოდელებისგან საგრძნობლად განსხვავდება და შეუძლია იმის დანახვა,რასაც მისი წინამორბედები ვერ ხედავდნენ. აპარატით შესაძლებელია ე.წ.ზუმით დაათვალიერონ ის უწვრილესი კაპილარები და უჯრედები, რომლებზეც შეინიშნება დაავადების ნიშნები. შესაბამისად ენდოსკოპიურ აპარატს უმნიშვნელო უჯრედის დონეზეც კი შეუძლია არსებული დაავადების აღმოჩენა და ეფექტური მკურბალობა. გარდა ამისა, ენდოსკოპიური აპარატით შესაძლებელია კუჭ–ნაწლავის დაავადეებათა დიაგნოსტიკა და შესაბამისად პრობლემების მოგვარება“, –განაცხადა შოთა რაინაულმა
ენდოსკოპიური აპარატი გამოიყენება ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეულ დიაგნოსტიკაში და საგრძნობლად მცირდება პოსტოპერაციული გართულებები.