სოფელ ზემო მაჩხაანში კომპიუტერული სასწავლო ცენტრი გაიხსნა
სასწავლო ცენტრი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით დაარსდა. გამგებლის განცხადებით, ცენტრი უახლოესი კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა. ,,მსგავსი სასწავლო ცენტრბი მაჩხაანის მოსახლეობას საშუალებას მისაცემს კომფორტულ გარემოში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლონ კომპიუტერული მომსახურებით და შეისწავლონ პროგრამები. ასევე, ადგილობრივ ახალგაზრდობას საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარება,” – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.