თელავში მოხალისეობის განვითარების პროგრამა დაიწყო
მათ განცხადებით, პროექტის მიზანს წარმოადგენს მოხალისეობრივი კულტურის განვითარება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდობის ჩართვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.
,,ჩენ ვიწყებთ ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიცაა გარემოს დასუფთავება, გამწვანება და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების ჩატარებას. ჩვენ არ გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა გარდა 14 წლამდე ასაკის პირებისა, რომლებიც ჩვენთან მშობლების ნებართვის გარეშე არ მიიღებიან. სამოქალაქო პროექტს მხარი ქალაქის მერიამ დაუჭირა”, – განაცხადა knews.ge-სთან ლერი მუთოშვილმა.
„საქართველოს მოხალისე 2016“ თელავის მუნიციპალიტეტში 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამის დასრულებისას თითოეულ მოხალისეს წლის ბოლომდე მიენიჭება „საქართველოს მოხალისის” სტატუსი.
შეგახსენებთ, რომ პროექტი – ,,საქართველოს მოხალისე 2016″ ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Helping Hand”- ის მიერ.