სოფელ ვაზისუბანში ღვთისმშობლის ეკლესია შესაძლოა, მოქმედი მონასტერი გახდეს
გურჯაანის გამგეობის ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით, ეკლესიის რეაბილიტაცია, რომელიც ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის მიერ ხორციელდება, მიმდინარე წელს დასრულდება. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა სამონასტრო კომპლექსი აშენდეს.
,,სარესტავრაციო სამუშაოების დროს, ეკლესიის საკურთხევლის ზემოთ, მეორე სართულზე მდებარე სათავეში მიაკვლიეს 150-ზე მეტ სხვადასხვა ზომის და ფორმის თიხის ქილებს, რომლებიც, სავარაუდოდ, გვიანდელი შუა საუკუნეებით(XVI-XVII სს) თარიღდება. ეკლესია რეაბილიტაციის
შემდეგ პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს და შესაძლებელია, მოქმედი მონასტერი გახდეს. ეკლესია სოფელ ვაზისუბნის დასავლეთით, 6 კმ-ის დაშორებით, ტყეში მდებარეობს. იგი განეკუთვნება X-XI საუკუნეებს. გეგმით სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს შვერილი აფსიდით. ეკლესიას მიკუთვნებული აქვს ეროვნული კატეგორიის უშრავი ძეგლის სტატუსი.”, – განაცხადა მარკოზაშვილმა.