მიწის რეგისტრაცია უფასო გახდება
მთავრობაში განმარტავენ, რომ სპეციალური პროექტისა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადების მიზეზი მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებული პრობლემები გახდა, კონკრეტულად კი ის ფაქტი, რომ დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-ია რეგისტრირებული.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი რეფორმას უპრეცედენტოს უწოდებს.
,,საჯარო რეესტრი იძენს ახალ უფლებამოსილებას, რომ მოქალაქის ნაცვლად მოიძიოს ყველა უფლება დამდგენი დოკუმენტი, რომ ამზომველები დაექვემდებარონ, ვისაც სურვილი აქვს სერტიფიცირებას და თუ კი სერტიფიცირებული ამზომველი აგიზომავთ მიწას, მაშინ აზომვა იქნება უფასო. დღესდღეობით გლეხი, ფერმერი თუ ქალაქში მცხოვრები ადამიანი უამრავ პრობლემას აწყდება მიწის რეგისტრაციის დროს. ამ რეფორმით ბარიერები მოიხსნება და ვისაც მიწის ნაკვეთი აქვს შეუძლია სამართლებრივად დაიკანონოს, რაშიც მას სახელმწიფო და საჯარო რეესტრი დაეხმარება,” – განაცხადა აიუსტიციის მინისტრმა,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, საკადასტრო აზომვები, ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია – ეს იმ სერვისების ჩამონათვალია რომლითაც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით მოსახლეობა უფასოდ ისარგებლებს.
,,დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაშიც დაეხმარება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტის ფარგლებში მოსახლეობა უფასო მომსახურეობით ერთი წლის მანძილზე ისარგებლებს.