ქალაქ თელავის #5 სკოლას შესაძლოა ვიქტორ ჰიუგოს სახელი მიენიჭოს
ინიციატივაზე, რომელიც სკოლის დირექტორს ლია ლეშკაშელს ეკუთვნის, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თანხმობა უკვე გასცა.
ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძეს განცხადებით, აღნიშნულ საკითხს კენჭი საკრებულოს სხდომაზე ეყარა, რომელსაც დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
,,საკრებულომ გასცა თანხმობა საჯარო სკოლისთვის სახელის მინიჭების თაობაზე. მეორე ეტაპზე საკითხზე მსჯელობის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები”, – განუცხადა Knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.