პანკისში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
ღონსძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური 12:00 საათზე გახსნიან. ფესტივალის ფარგლებში დღის მანძილზე დაგეგმილია ღონისძიებები.
13:00 საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტი გაიხსნება.
13:30 საათზე სპორტის მინისტრი მოინახულებს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს.
12:35-13:45 საათზე ადგილობრივი მომღერლებისა და მოცეკვავეების შესრულებით გაიმართება კონცერტი.
პარალელურად ჩატარდება ღონისძიებები: სახეზე ხატვა, კონკურსი ხატვაში, სპორტული შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობა, მკლავჭიდი, სირბილი, დოღი; ადგილობრივი პროფესიული კურსების მოსწავლეების მიერ დამზადებული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა (სადურგლო, საზეინკლო, კულინარია, თექა და ჭრა-კერვა) და ა.შ.
14:30-15:00 საათზე სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ და ბოლოს, 15:15 საათზე, დაგეგმილია ძიუდოს დარბაზის დათვალიერება და სპორტული ინვენტარის გადაცემა.