თელავში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
თვითმხილველების განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და კედელს შეეჯახა. მათივე თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ამ დრომდე მუშაობენ.
როგორც Knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.