ახალი ამბები

ლაგოდეხში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

,,თითოეული თქვენთაგანის დასწრება უდიდეს წვლილს შეიტანს გიორგის გამოჯანმრთელებაში. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები – მიშო სულუხია, მარიტა როხვაძე,მარიამ ჯომარდიძე, ქეთი კვიცარიძე, ძმები გულაშვილები, გიორგი ჩიქოვანი, იოანე არაბული, ნინია მეტრეველი, “ჰერელი გოგონები” და ანსამბლი “ჰეროვანი”. ბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით 596 11 61 01″, – განაცხადეს ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრში.