ახალი ამბები

ყვარელში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. სოფელში გამგებლის წარმომადგენლის ლევან ხუციშვილის ვარაუდით, ცხედარი ერთ-ერთმა მტაცებელმა ცხოველმა შეჭამა.
“გვამის ნაწილებთან ერთად ტანსაცმლის სისხლიანი ფრაგმენტებია ნაპოვნი. ჩვენთვის გარდაცვლილის ვინაობა უცნობია. დანარჩენს სამართალდამცველები დაადგენენ”, – განაცხადა ლევან ხუციშვილმა.
ადგილზე ყვარლის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან და შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.