პრემიერი – შარშან საგარეჯოში ჩაბარებული ყურძნის დავალიანების საკითხი დროულად გამოსაძიებელია
გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრს საკითხის მოკვლევა დაავალა.
„დავასუბსიდიროთ ყურძნის ჩაბარება, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს ამით. ძალიან გთხოვთ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიოთ ეს საკითხი და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ჩართულობა არის განხილვადი. ეს არის იმ ადამიანების ფულის მითვისება, ვინც ამაზეა დამოკიდებული მთელი წელი. მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მოკლე დროში გაირკვეს ეს საკითხი“, – განაცხადა პრემიერმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პრემიერ განცხადების პასუხად აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხს მაქსიმალურად მოკლე დროში მოაგვარებს, რათა ზარალი მოსახლეობისთვის მინიმალური იყოს.
,,პრობლემა ჩვენთვის ცნობილია. საუბარია რამდენიმე სოფლიდან 50 მევენახეზე და ჯამში 200 ათას ლარზე მეტ დავალიანებაზე. იყო გამოძიება, რომლის შესაბამისად, კომპანიას არ გააჩნია ის აქტივები, რომელიც დააკმაყოფილებს ამ დაზარალებულ ადამიანებს. მაქსიმალურად ვეცდებით რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ, რომ მინიმალური იყოს ზარალი“, – აღნიშნა დანელიამ.