კახეთში დაავადება ,,თურქულის” საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს
როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით მილიონ 700 ათასი პირუტყვის აცრაა დაგეგმილი. ,,საქართველოში დღეისათვის ვაქცინირებულია 541 744 სული მსხვილფეხა და 183 273 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი.
,,დაავადება თურქულთან დაკავშირებით საქართველოში ეპიზოოტიურად სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა მოსაზღვრე და ახლომდებარე ქვეყნებიდან დაავადების შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველებს მაღალი ხარისხის ვაქცინით წელიწადში ორჯერ ცრის, რაც დაავადების კონტროლის საუკეთესო მექანიზმი და „თურქულის“ საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა,”– აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
თურქული (Foot and Mouth Disease) ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და დიდ ეკონომიკურ ზარალს იწვევს. ქვეყანაში დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში, ფერხდება ცოცხალი ცხოველებისა და მეცხოველეობის, ზოგჯერ მცენარეული პროდუქციის ექსპორტიც.