ახალი ამბები

თელავში ხელოვნების სკოლა გაიხსნება

ამჟამად შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც knews.ge-ს ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ განუცხადა, სკოლაში ახალგაზრდები ხელოვნების სხვადასხვა დარგში ხარისხიან განათლებას მიიღებენ და ხელსაქმეს პროფესიულ დონეზე შეისწავლიან. შენობა წლების განმავლობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო.
“საკამაოდ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად საქართველოს ჯანდაცვის სამისნისტროსა და მინისტრის მოადგილესთან ჩვენ შევძელით,რომ შენობა მერიის საკუთრებად დაგვერეგისტრირებინა. ხელოვნების სკოლაში დინამიურად განვითარდება ხელოვნების სხვადასხვა სფერო,სადაც აქტუალობის მიხედვით დაემატება ესა თუ ის მიმართულება. ახალგაზრდებს ჩვენ შევუქმნით იმის პირობებს, რომ საკუთარი ხელოვნების ნიმუშების რეალიზაცია მოახდინონ, რაც შემდგომში სახელოვნებო სკოლის რეინვესტიციასაც მოხმარდება”, – განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.

მისივე თქმით, ხელოვნების სკოლის პირველ სართულზე სუვენირების მაღაზიის, თექის, ტიხრული მინანქრისა და ქანდაკებების სახელოსნოების გახსნა იგეგმება.