სიღნაღში ,,Chek in Georgia“ -ს ფარგლებში კონცერტი გაიმართება
ღონისძიება ქალაქის მთავარ მოედანზე ჩატარდება და 19:00 საათზე დაიწყება. პროექტი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება.
,,კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები: ნინი წიკლაური, თიკა მახალდიანი, ოთო ნემსაძე, სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი და ბენდი „ლაბორატორია“ მიიღებენ,” – განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.