ველისციხეში სამაცივრე მეურნეობა კურკოვან ხილს ჩაიბარებს
როგორც საწარმოს დირექტორმა და დამფუძნებლმა მარინა აკოლაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა ადგილობრივი ფერმერებისაგან კურკოვან ხილს ჩაიბარებს.
,,USAID/REAP-ის მხარდაჭერით გავხსენით ახალი სამაცივრე მეურნეობა, რომელიც სეზონურად დაახარისხებს და დაასაწყობებს 500-მდე ადგილობრივი ფერმერისგან ჩაბარებულ კურკოვან ხილს“, – განუცხადა knews.ge-ს მარინა აკოლაშვილმა.
ფერმერის ალეკო კოჭლამაზაშვილის განცხადებით, ამ ტიპის სამაცივრე მეურნეობის დაარსება, ფერმერებს ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარება.
,,არამარტო ბაზარზე დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს, არამედ მივიღებთ დამატებით, სტაბილურ შემოსავალს,“ – აღნიშნა ალეკო კოჭლამაზაშვილმა.