ახალი ამბები

რეფორმების ასოციაცია სტუდენტებისათვის საგრანტო კონკურსს აცხადებს

კონკურსის შესახებ თელავის სახელმიწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებს ინფორმაცია ასოციაციის მენეჯერმა გიორგი გოგუაძემ მიაწოდა. კონკურსი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს შეეხება და გამარჯვებულ პროექტს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო დააფინანსებს.
შეხვედრა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებზე, შემდგომ პერსპექტივებსა და გამოწვევებზე დისკუსიის ფორმით მიმდინარეობდა.