ახალი ამბები

დღეს თელავში წიგნის კიდობანი განთავსდება

წიგნების აღებისა და წაკითხვის, შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მსურველს. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში წიგნიერების ამაღლებას.

,,გარდა წიგნის კიდობანისა, 15:30 საათზე თელავის დრამატულ თეატრში გაიმართება ფრანგული ორგანიზაცია ”შანსის კლუბის” საერთაშორისო სამხატვრო კონკურსის ”დამიხატე მშვიდობა” პრეზენტაცია. მოსწავლეები იქვე დახატავენ ნახატებს მშვიდობის თემაზე. მასტერკლასს წარუძღვება საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი ლევან მოსიაშვილი. საუკეთესო მოსწავლეების ნამუშევრები მონაწილებას მიიღებენ მსოფლიო სამხატვრო კონკურსში. სამხატვრო სკოლის მოსწავლეები საფრანგეთის წარმომადგენლობის მხრიდან მიიღებენ ფასიან საჩუქრებს. იმავდროულად თელავის დრამატული თეატრის ფოიეში გამოიფინება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) პერიოდის მასალები; XX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მოღვაწეობის ამსახველი არქივები. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ღვინის ახალი ბრენდები,“ – აცხადებენ ორგანიზატორები.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია, ქალაქის მერიისა და ადგილობირივი და ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.