თელავში დათო ტურაშვილი თვითორგანიზების მნიშვნელობაზე შეხვედრებს გამართავს
ღონისძიებაზე განხილული იქნება ისეთი საკიტხები, როგორიცაა სოფლად ინიციატივისა და თვითორგანიზების მნიშვნელობა და სოფლების ისტორიულ გამოცდილება. ,,იცოდით როგორი აქტიური იყო სოფლის თემი ლამის 100-ზე მეტი წლის წინ? როგორ ახერხებდნენ გაერთიანებას და პრობლემების მოგვარებას? მობრძანდით და ვისაუბროთ ამ საინტერესო ისტორიული გამოცდილების შესახებ. ასევე, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ ახლა და რისი შეცვლა შეგვიძლია“, – აცხადებს დათო ტურაშვილი.
კვლევით-საგანმანათლებლო პროექტი „ინიციატივა ცვლილებებისათვის“, ფონდი “ღია საზოგადოება- საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელდა 2015-2016 წლებში, სათემო განვითარების ცენტრის, საერთაშორისო ხელოვნების ცენტრი თბილისის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგის საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ. პროექტი მიზნად ისახავდა, შეესწავლა საქართველოში თემის თვითორგანიზების კულტურა და გამოცდილება 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამდე, ასევე, წინ წამოეწია წარმატებული გამოცდილება; გაეანალიზებინა იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი პრობლემები, შეედარებინა მაშინდელი ვითარება დღევანდელთან.
შეხვედრაზე ასევე მწერალი საინტერესო პუბლიკაციის “ინიციატივა ცვლილებისათვის” პრეზენტაციას გააკეთებს. შეხვედრები შედგება შემდეგი ტანამიმდევრობით. 7 ივლისი, 14.00 სოფელი კისისხევი, “კარგი სახლი”, 8 ივლისი, 14.00 სოფელი ნაფარეული და 9 ივლისი, 13.00 თელავი, მედია-კაფე.