თელავის საარჩევნო სიაში მწერალი და პოეტი იქნება
მაღრაძე საქართველოს ამჟამინდელი ჰიმნის ტექსტის ავტორია. ის ლიტერატურაში 2011 წლის ნობელის პრემიის ნომინანტია. მან ებოლიში გამართულ პოეზიის მეხუთე საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა. დავით მაღრაძე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს კულტურის მინისტრი და გაზეთ „ქომაგის“ მთავარი რედაქტორი. ამჟამად ის არის ქართული პენ-კლუბის პრეზიდენტი.