სიღნაღში ფესტივალი „გურმანი საქართველო“ 2016 გაიმართება
სპეციალურად ამ დღისთვის უცხოელი ტურისტებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ტურები სირნაღში. როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, პროექტის მიზანია ქართული პროდუქციის, ინოვაციური ნაწარმის პოპულარიზაცია, გაყიდვების სტიმულირება; ადგილობრივ მეწარმეთა მიერ წარმოებული ქართული ღვინის, ლუდის, ყველის, თხილის, თაფლის, გამხმარი ხილის და პროდუქტების სხვადასხვა სახეობის საზოგადოების ფართო ფენებისა და უცხოელი ტურისტებისათვის წარდგენა და შეთავაზება; ქართული კულტურისა და ტრადიციების განვითარება და ხელშეწყობა; ქართული მწარმოებელი კომპანიების, სოფლის მეორნეობის დარგის წარმომადგენლების საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ერთმანეთისათვის გაცნობა და დაკავშირება. პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრში გაიმართება საკონცერტო-გასართობი პროგრამა.