ახალი ამბები

თუშეთს სასწრაფო დახმარების მანქანა მოემსახურება

სასწრაფო დახმარების მანქანა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და მასზე როტაციის პრინციპით იმუშავებენ თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ექიმები და ექთნები.
როგორც knews.ge-ს თუშეთის დაცული ლანდშაფტის წარმომადგენლებმა განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილით ექიმებს მაღალმთიან ტერიტორიაზე სწრაფად გადაადგილდების საშუალება მიეცემათ.
,,აუცილებელია, რომ თუშეთში მუდმივად იყოს სასწრაფო დახმარების მანქანა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. 
პროექტი ” სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების გაუმჯობესება თუშეთში” ფარგლებში” ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა” და “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის” მხარდაჭერით ხორციელდება.