თელავში პარტიის წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებენ
ორგანიზაციის კახეთის კოორდინატორის, ნიკოლოზ შარვაშიძის განცხადებით, ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს შორის შედგეს დიალოგი ძალადობრივი ინციდენტების პრევენციისა და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ.
,,მიღებული გამოცდილების ფონზე, მნიშვნელოვანია წამოვჭრათ საკითხი, ხომ არ უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური ძალები, მედიისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით ქცევის საერთო ნორმებზე, რითიც დაცული იქნება წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდი და რომელთა დარღვევასაც მყისიერი და მკაცრი რეაქცია მოჰყვება ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან. ამ მიზნით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს ვმართავთ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიები დაესწრებიან. შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნა.