ლაგოდეხში გამგებლის გადადგომას ითხოვენ
ადგილობრივები პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ და მუნიციპალიტეტის გამგებელს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. რადიო ,,ჰერეთის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობაც, რომლებსაც დაზღვეული მოსავალი გაუნდაგურდათ, მაგრამ ანაზღაურება ვერ მიიღეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კახა ჯამბურიას განცხადებით, აქცია ორგანიზებული იყო გარკვეული ძალების მიერ, რომელიც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მიერ დასახლებულ პრობლემებს, მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის თქმით, მისი გამგებლობის პერიოდში მხოლოდ აფენის თემში 1 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ჩატარდა და კონკრეტული პროექტები მომავალშიც იგეგმება.